вторник, 3 июня 2014 г.

პირველი დღის რეფლექსია



პირველი დღის რეფლექსია

     
   ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ერთმანეთს.შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი და შევჩერდით პირველ მოდულზე.
         ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით, შევქმენით საქაღალდეები ჩვენს  პორტფოლიოში. განვიხილეთ სასწავლო პროექტის შაბლონი.
           აღნიშნული რესურსები დაგვეხმარება პროექტის გეგმის შედგენაში და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად ჩართვაში.

 


ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
     ჩამოვაყალიბეთ  სასწავლო ამოცანები, 21- საუკუნის უნარ-ჩვევები შევუსაბამეთ მიზნებს, მოვიკვლიეთ შეფასების ეფექტური სტრატეგიები,მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი ეს დღე ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი და სიახლეებისმომცემი



მესამე დღის რეფლექსია

 მოვახდინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედარება სავარჯიშოებზე დაყრდნობით,რაც გამოდგა საკმაოდ ნაყოფიერი.გავხსენით ბლოგი ჩვენი ახალი პროექტისთვის, ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი, გამოვაქვეყნეთ პირველი და მეორე დღის რეფლექსია ჩვენს ბლოგზე.


ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

           ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა დღის შესწავლილი მასალა.
 გავიხსენეთ POUER POINT--   ის საპრეზენტაციო პროგრამა და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუშების დაგეგმვასა და სტანდარტებისა და მიზნების შექმნაზე. 
                         ვფიქრობ , რომ არ გამიჭირდება დავალების შესრულება და შემდგომში ეს დამეხმარება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის  



ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

             ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ პროექტის შედეგები . ვიმუშავეთ ბუკლეტებისა და და გაზეთების შექმნაზე,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით .
      ყველაფერი ეს დამეხმარება მოსწავლეთა მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

ტრენინგის მეექვსე დღე


        წინა დღის რეფლექსიის შემდეგ განვიხილეთ intel-ის პროგრამაში განთავსებული მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები: თვითშეფასების და შეფასების რუბრიკები,კითხვარები.Google drave-ზე ავტვირთეთ გაკეთებული პრეზენტაციები და განვათავსეთ ბლოგზე.ასევე ვივარჯიშეთ ბლოგზე ატვირთულ პრეზენტაციებში ცვლილებების შეტანაზე.განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით და გადავედით ახალ მასალაზე.გავეცანით მეშვიდე მოდულს . ვივარჯიშეთ ტესტების შედგენაზე.

             

ტრენინგის მერვე დღე

     მერვე დღეს  დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. განვიხილეთ მერვე მოდული სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება .  გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვამზადეთ დრაივზე ასატვირთად. ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე შემდეგ ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია.
                 
ტრენინგის მეცხრე დღე

  დღეს  წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიოების საბოლოო პრეზენტაციები. მოვისმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო .

   ამით დამთავრდა ჩვენი ტრენინგი! ვშორდებით ერთმანეთს კმაყოფილი და სიახლეებით დატვირთული!